ელენე ხოშტარია: მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო, გამოსწორდა… ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე

მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო, გამოსწორდა… ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე, – ამის შესახებ Facebook-ზე “დროას” მოშიმშილე ლიდერი ელენე ხოშტარია წერს. ის უკვე მე-10 დღეა, შიმშილობს.

რადგან ფეხბურთი მორჩა და თანაც მოვიგეთ გაგიზიარებთ კარგ ნიუსებს ჩემ ჯანმრთელობაზე.

ბოლო ანალიზით ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა. ამიტომ ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე. თუ რამე ‘გაკრიტიკულდება’ ექიმებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას.

დღე მე9ც მიილია და ვარ ძალიან მხნედ და შემართებით. თქვენც, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ,- წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „ოცნებამ“ სააკაშვილი “გმირად” აქცია
შემდეგი სტატიაკრამონი სააკაშვილის კადრებზე: შეძრწუნებული ვარ მოპყრობით, ვიდეოს გავრცელება სავალალოა