ელენე ხოშტარია ლონდა თოლორაიას სოლიდარობას უცხადებს

ელენე ხოშტარია ლონდა თოლორაიას სოლიდარობას უცხადებს. მოძრაობა “დროას” ლიდერისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე ზეწოლა მიუღებელია.

ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც უწყებამ გახმაურებულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

“ეს იყო სამსახური, რომელიც შექმნილი იყო, მათ შორის დიდი საერთაშორისო ძალისხმევით. ეს იყო ჩვენი, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულება და ეს იყო ინსტიტუტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა პოლიციელების თავგასულობა, რისი ფაქტები ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ და მინდა ხაზგასმით გამოვხატო სოლიდარობა და მხარდაჭერა პირადად ლონდას მიმართ,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები
შემდეგი სტატიაექიმი ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალიზებულია