ელენე ხოშტარია: ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ლელოს მიერ ვაკეში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელობა იყო.

როგორც ხოშტარია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მიუხედავად ლელოს ამ გადაწყვეტილებისა, მისი დამოკიდებულება ამ პარტიის მიმართ არ შეცვლილა.

“ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის! არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით”, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – ხელისუფლებას ეშინია, რომ უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ ხმას