ელენე ხოშტარია: ყველა უნდა გავერთიანდეთ

ელოდება თუ არა ელენე ხოშტარია დაპატიმრებას? – კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი მოცემულ თემასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს “ტვ პირველის” ეთერში აკეთებს და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მისთვის ხელბორკილების დადების/არდადების ფაქტს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ამასთან, ელენე ხოშტარია ყურადღებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით “რუსული მოდელის” მქონე “სისტემა” “ძალის დემონსტრირებას” ცდილობს.

ჩემს დაკავებაზე მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ვისაუბრო, რადგან ეს არ არის არსებითი. ფაქტია, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკურად იმ ეტაპზე, როდესაც სისტემამ რუსული მოდელით გადაწყვიტა, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს თავისი ჭკუით ყველაფრის მოხრჩობით. ჯერ ახალგაზრდები დაიჭირეს, საზოგადოების წარმომადგენლები დაიჭირეს და ახლა გადავიდნენ ეტაპზე, რომ ყველას მოგაჭრით თავს. ასეთი გზავნილია. ელენე ხოშტარია დაიჭერენ თუ არა, ფაქტია, რომ პოლიტიკოსების დაჭერაზე არიან გადასულები და კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა ხდება.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მე პირდაპირ ვაცხადებ, ის პარტიებიც კი რომლებთანაც გვქონია კამათი, რომლებიც დაბრუნდებიან არაღიარების რეჟიმში, ყველა უნდა გავერთიანდეთ. პლუს აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან ბრძოლის ველზე და რომელთა ზურგზე გადადის მთელი ეს პროტესტი.

ამათი, ყველას ერთიანობა უნდა იყოს, როგორც საერთო სახალხო წინააღმდეგობის, სიტყვები უკვე მართლა ზოგჯერ ყელში ამოგვდის, პლატფორმა, წინააღმდეგობა, იცვითება ბევრი რამე, მაგრამ არსებითად ეს უნდა იყოს, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც ვმონაწილეობთ.

იგივე მე არ ვიცი, გახარია რას აპირებს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ იქიდან გახარია არჩევნებზე. იმედი მაქვს, რომ ჩამოვყალიბდებით. არ აქვს მნიშვნელობა, ნუ დაბრუნდება [გიორგი გახარია]. იქ იმუშაოს საქართველოს ინტერესებისთვის. მე არ მაქვს ბევრი სიმპათია, მაგრამ არც ჯინი მაქვს მისი.

ამიტომ ყველამ, ვისაც შეუძლია ფუნქცია შეასრულოს ამ რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების, ყველამ უნდა განისაზღვროს ეს ადგილი და ორგანიზებულად უნდა გადაწყდეს, რომ მართლაც გადავდივართ ბრძოლაზე,” – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიმედიის წარმომადგენლები “რუსთავი 2”-თან აქციას მართავენ და მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, მაია მწარიაშვილისთვის გადაცემა “ღამის კურიერის” პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ
შემდეგი სტატიატყუილების კორიანტელი, რომელსაც “ოცნებისგან” ვისმენთ, ემსახურება იმას, რომ საკუთარი მომხრეები უვიზო რეჟიმის დაკარგვისთვის მოამზადონ – სამადაშვილი