ელენე ხოშტარია: ხელისუფლებას არანაირი რეალური განცდა არ გააჩნია, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი

ელენე ხოშტარია:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის შემოღებას ითვალისწინებს. განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი რეალური განცდა და გეგმა, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს მშვიდობიანი.

“მთავარი გამოწვევა მშვიდობიანი გარემოსი, არის სწორედ ხელისუფლების ქმედება, რომელიც ებრძვის თავისუფალ მედიას, რომელიც აქეზებს ძალადობას უკვე წლების განმავლობაში, რომლის აგრესიული გამოვლინება იყო კორცხელის ინციდენტი, რომელიც არა თუ არ გამოიძიეს, არამედ ეცადნენ მის გამართლებას და ახსნას. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ პირი რომელიც უშუალოდ დაკავშირებული იყო კორცხელის ინციდენტის ორგანიზებასთან, დაინიშნა წინასაარჩევნო შტაბის უფროსად, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არანაირი რეალური განცდა და რეალური გეგმა ხელისუფლებას იმისა, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი არ გააჩნია,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: კორცხელის ინციდენტი იყო გაკვეთილი ხელისუფლებისთვის
შემდეგი სტატია“ეს არის ყოვლად არაადეკვატური და დაგვიანებული პასუხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე”