ელენე ხოშტარია გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ელენე ხოშტარია გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. განცხადება “დროას” ლიდერმა საერთო ოპოზიციის კანდიდატების წარდგენაზე გააკეთა.

“მე გადავწყვიტე, პირადად ჩავერთო მაჟორიტარულ ბრძოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა არ არის დრო, ვიღაცა წინ გაუშვა და შენ იჯდე და რაღაც განცხადებები აკეთო. მე პირადად წავალ უბანში, რომელმაც ძალიან დიდი მაგალითი აჩვენა მთელ თბილისს, რომელიც პრაქტიკულად იყო ბრძოლის ველი. ბრძოლის სიმართლისთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ, ბრძოლის ველი ცვლილებისთვის, მომავლის რწმენისთვის და არა ვინმეს დასაჩაგრად და სადაც ჩემმა მეგობარმა და ჩემმა თანამებრძოლმა აჩვენა პირველი წარმატების მაგალითი, ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად. დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ მე ვიბრძოლებ გლდანში”,- თქვა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – კლინიკაში მყოფების 95% აუცრელია
შემდეგი სტატიათავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო