ელენე ხოშტარია : გიორგი გახარიასგან ყველა კითხვაზე პასუხს მწვავედ მოვითხოვთ

შს მინისტრის მიმართ დაგროვდა უამრავი კითხვა და ის ვალდებული იყო, პარლამენტში მოსულიყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„დაგროვდა უმწვავესი პრობლემები ადამიანის უფლებების დარღვევის, უკანონო ბრძანებების გაცემის, კონსტიტუციის დარღვევის და ოპოზიციის რეპრესიების. გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თითი არ გაანძრია ხორავას ქუჩის საქმეზე გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის. ის ვალდებული იყო პარლამენტში მოსულიყო და პასუხი გაეცა. ყველა ამ კითხვაზე პასუხს მწვავედ მოვთხოვთ. შინაგან საქმეთა მინისტრი აკავებს ოპოზიციის ლიდერს, უკანონო ბრძანებას გასცემს, მოლოდინებზე საუბარი არ არის. მას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ. გიორგი გახარია პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკმა „ერთგული” ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10″ დაიწყო
შემდეგი სტატიაგახარია პარლამენტში – შეხვედრას ზაზა სარალიძე ესწრება