ელენე ხოშტარია განმარტავს, რატომ აღარ მონაწილეობს აქტიურად პოლიტიკურ პროცესებში

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ჯანმრთელობის პრობლემა პოლიტიკურ პროცესებში საჯარო აქტიურობის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მალე საჯაროდაც დაბრუნდება.

აღნიშნულ საკითხზე სპეციალური განცხადება ხოშტარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება იძულებითი შვებულების ფონზე გაძლიერებული აქვს.

“მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენ ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე.

ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: “ვერ მოგართვით“, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – როგორ შეიძლება, გაგიჩნდეს სურვილი, უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა, არახამია სისულელეებს მიედ-მოედება
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – არახამია იმ პროექტის თანამონაწილეა, რომელმაც სააკაშვილი და მისი წრე შეიფარა, რათა საქართველოში ის კონტრაბანდული გზით შემოეგზავნათ