15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ელენე ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა – უნგრეთში

„დროას“ ლიდერი, უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებას და ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას ეხმაურება.

მისი თქმით, ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა – უნგრეთში. საქართველოში კი ეს ტენდენციად უნდა იქცეს. როგორც ხოშტარია თავის განცხადებაში წერს, ტყუილი საბოლოოდ იშლება, ხოლო გამძლეობას შედეგი მოაქვს.

„გაუმარჯოს ევროპულ უნგრეთს! თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ორ ძირითად რამეზე აკეთებენ გათვლას: რეჟიმებს შორის სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა.

დასავლეთის ინერტულობა და უმოქმედობა ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, უფრო და უფრო ნაკლები რჩება, ხოლო დასავლეთი მზარდად მოქმედია.

ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა – უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან. ტყუილი საპნის ბუშტივით სკდება, გამძლეობას კი შედეგი მოაქვს. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვისწავლოთ უნგრეთისგან არის, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა ავტორიტარიზმს საზღვრებს უწესებს, რაც ასე სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიკალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაწალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება