“ერთი, რაც ნამდვილად გვაჩვენა უნგრეთის მაგალითმა, არის ის, რომ არ არსებობს “უნგრული დეპრესია,” არსებობს უნგრული გამარჯვება, ასევე არსებობს მოლდოვური გამარჯვება და ამ ორივეს ერთად ჰქვია სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ტაქტიკით, მაგრამ ევროპული სიმართლის იდეის გამარჯვება.
ასევე, რა შეიძლება გავაკეთოთ კონკრეტულად უნგრული არჩევნების მერე:
1. შეძლებისდაგვარად სწრაფად ვთხოვოთ უნგრელებს, გაგვიზიარონ პროპაგანდასთან ბრძოლის ტაქტიკის გამოცდილება;2. შევუტიოთ ოცნებას ერთიანი ძალებით იმ სუსტ წერტილებში, რაც ორბანის “დაცემამ” გამოავლინა – ოცნების ტყუილები, რუსეთთან კავშირები;
3. საერთაშორისო და უნგრულ ორგანიზაციებს ვთხოვოთ დაგვეხმარონ “ორბანი-ოცნება” კორუფციული და რუსული ბინძური საქმეების გამოვლენაში;
4. ევროკავშირში შექმნილი წარმატების და კონსენსუსის დაბრუნების პირობებში, გავაქტიურდეთ ბრუსელში. მთავარი ამოცანა სამართლიანი არჩევნებია;
5. გავაქტიურდეთ 26 მაისის მზადებაში, გავიშალოთ მთელ ქვეყანაში, გამოვიყენოთ ყველა საკომუნიკაციო გზა, რომ 26 მაისს ვიყოთ უპრეცენდენტოდ ბევრნი. ეს აჩვენებს შეტევის განწყობას პარტნიორებდაკარგულ ოცნებას და საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენებს, რომ რიგში საქართველოს გათავისუფლებაა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით;
6. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ბოლომდე!!!” – წერს “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.















