ელენე ხოშტარია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლების კვალს ხედავს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარია დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს ეხმაურება და პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების არც ერთ ფაქტებზე გამოძიება დასრულებული.

“ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ხდებიან არასასურველი ამ ხელისუფლებისთვის მათ მიმართ გამოიყენება ასეთი მეთოდები. აქ მთელი უბედურება იმაშია, რომ წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევების დროს იქნებოდა ეს გვარამიას შანტაჟი, სხვა ჟურნალისტების შანტაჟი თუ ახლა ბესელიას საქმე, ჩვენ არასდროს სახელმწიფოსგან პასუხის არ მიგვიღია, იმიტომ, რომ ეს არის ის ბინძური მეთოდი, რითიც ებრძვიან ისინი ოპონენტებს. ეს არის კატასტროფული საფრთხე ქვეყნისთვის, პირადი კადრების გამოყენება ოპონენტების მიმართ უფსკრულში მიათრევენ ამ ქვეყანას,“-ამბობს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიამესამე შემთხვევაა, როცა “ოცნებიდან“ გარიყული ან გასარიყი ქალბატონი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოდის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – შარაშენიძე