ელენე ხოშტარია : ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ელენე ხოშტარიას კომენტარი ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით:
,,სამწუხაროდ, ამ პროცესში საქართველო უკვე დაზარალდა იმიტომ, რომ უარის თქმა საქართველოს კანდიდატისთვის ეს არის ძალიან სერიოზული ზიანი ჩვენი პრესტიჟისა და დემოკრატიისთვის. ეს მეტყველებს ჩვენს სასამართლო სისტემაზეც. შერჩეული კანდიდატი იყო ცალსახად პოლიტიზირებული, არაკომპეტენტური და ერთადერთი ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგულებით, შერჩეული. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება აღარ ერიდება უაზრო გადაწყვეტილებებს ქვეყნის გარეთაც კი. ქვეყნის შიგნით როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს ეს უკვე ვიცით, ვიხილეთ მანანა კობახიძე როგორ დანიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ როდესაც ამას აკეთებ ქვეყნის გარეთ მსგავს სერიოზულ ინსტიტუტებში, კიდევ უფრო დიდი ზიანია მთლიანად ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟისთვის. ჩვენი სასამართლო სისტემის მთავარი კრახი და პრობლემა არის პოლიტიკური ნება, რომ ჰქონდეთ დამორჩილებული სასამართლო. აქედან მომდინარეობს ყველა ჩვენი შიდა ინსტანციის მსხვრევა, საგარეო იმიჯის ზიანი და ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება არ ერიდება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღოს’’, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : ”გაზპრომთან“ წარმოებული ქვეყნისთვის საზიანო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გაზის ტარიფი გაიზრდება
შემდეგი სტატიაპრემიერი: ჩვენ საგაზაფხულო არდადეგები დავაბრუნეთ და იმედი მაქვს, მომავალი წლისთვის ეს მასშტაბი გაიზრდება