ელენე ხოშტარია: დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ

“დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი.

დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ. დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები.

წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით. პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა.

ბოლომდე!,-წერს პატიმრობაში მყოფი კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია პროკურატურის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პროდასავლური ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კირთაძე: საბოლოოდ უნდა შევქმნათ ერთიანი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტი
შემდეგი სტატიახაზარაძე: რაც არ უნდა გააკეთოს ოცნებამ, სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავს