ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ელენე ხოშტარიაც.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე ჯამში დაკავებული იყო რვა პირი – ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ისინი სტიკერების გაკვრას შეეცადნენ.

banner
წინა სტატიაშიროთი: ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც ოპოზიციისა და კრიტიკული ხმების გაჩუმებას დაჭერებით ცდილობს, წააგებს
შემდეგი სტატიახაზარაძე: თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო