ელენე ხოშტარია : ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ახალ შემადგენლობას

ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, კანდიდატები, რომელიც მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაში დასახელდნენ მიუღებელია.

„ის გუნდი და ის კანდიდატები, რაც ჩვენ დღეს ”ქართულმა ოცნებამ” წარმოგვიდგინა მეტყველებს იმაზე, რომ ”ქართული ოცნება” არის კმაყოფილი იმ ოთხი წლით, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. მათი თქმით, არ არსებობს აუცილებელობა, რომ შეიცვალოს პოლიტიკა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით, ისინი არიან კმაყოფილები ლარის მდგომარეობით, მათ არ ესმით და არ გაუაზრებიათ რამხელა ტვირთად დააწვა მოქალაქეებს ლარის გაუფასურება. მათ არ ესმით, რომ ლარის გაუფასურებას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკაში. მათ არ ესმით, რომ საზოგადოება შეწუხებულია კრიმინოგენური ვითარებით, მათ არ ესმით თუ როგორი გამოწვევაა სიღატაკე და უმუშევრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე შემადგენლობით ხელისუფლებამ დააანონსა იგივე პოლიტიკის გატარება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგუნდი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში დასახელდა, ძალიან კომპეტენტურია
შემდეგი სტატიაარ მინდა დავიჯერო, რომ ვიქტორ დოლიძეს განზრახული აქვს, ფეხი აუბას „ქართულ ოცნებას“ არასწორ პოლიტიკაში – შავგულიძე