კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მმართველ გუნდს მიმართავს. პოლიტიკოსის თქმით, მისთვის სასაცილოა „ქართული ოცნების“ მცდელობა, მკურნალობის პროცესის გაჭიანურებითა და ძალაუფლების ილუზიით მასზე გავლენა მოახდინონ.
ხოშტარიას ეს განცხადება მოჰყვა პარტია „დროას“ ლიდერის, გიგა ლემონჯავას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პენიტენციური სამსახური პოლიტიკოსთან მკურნალი ექიმის დაშვებას ხელოვნურად აფერხებს.
„მეცინება, როცა ჰგონიათ, არ მკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ — არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!“, — წერს ელენე ხოშტარია.















