11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ელენე ხოშტარია: “არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში”

“არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

პოლიტიკოსის განცხადებით, დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმება, ან მისი მხარდაჭერა.

„დღეს სერგო რატიანს ვუსმენდი ირაკლი კიკნაველიძესთან და ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი ჰქონდა – ირანის არაადამიანური, ველური რეჟიმის მხარდაჭერა ან არდაგმობა არის არჩევანი. „ოცნებას“ უბრალოდ საგარეო პოლიტიკა კი არ აქვს არასწორი, არამედ კაცობრიობას სიცოცხლეს, ადამიანს უპირისპირდება. ეს ნათელი გახადა უკრაინასთან დამოკიდებულებამ და ბუჩას ტრაგედიის არშემჩნევამაც. ამ კუთხით, არც ქიმიური იარაღის გამოყენებაა გასაკვირი. დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმებულიყავი ან მხარი დაგეჭირა მისთვის, გადაჭარბების გარეშე ვამბობ. იდეოლოგიურად და მეთოდოლოგიურად ირანის მთავრობა და რუსეთის მთავრობა ორივე ბოროტების მანქანაა.

ასევე, მორალური არჩევანი პრაგმატული არჩევანიც არის. ვინც ამ საკითში ამ ორს აპირისპირებს, ან ფსევდოინტელექტუალია ან მავნებელი.

არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში. სრული მხარდაჭერა ირანელ ხალხს!

პ.ს. ყველას გირჩევთ უყუროთ სერგი კაპანაძის ეთერებს ვენესუელაზე და ირანზე, ზუსტად აყალიბებს ყველა არგუმენტს და ზედმიწევნით კარგად ხსნის რასთან გვაქვს საქმე, რა უნდა გავაკეთოთ. ასევე ძალიან კარგი პოსტი აქვს ნიკა გვარამიას“, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაში“ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა, პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა” – ტუსკი
შემდეგი სტატიაპუტინის თქმით, სანამ კიევი და მისი მხარდამჭერი დედაქალაქები მშვიდობისთვის მზად იქნებიან, რუსეთი მიზნებისკენ სწრაფვას გააგრძელებს