33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ელენე ხოშტარია: არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას” – ამის შესახებ ელენე ხოშტარია “ვივა მედიდან” წერილში წერს.

“დღის წესრიგი, ბუნებრივად, გადავსებულია ინფორმაციით, თუ რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერებს. სინამდვილეში კი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას. 

დე ფაქტო მმართველი, რომელიც ევროპას და ამერიკას აცხადებს მტრად; დე ფაქტო მმართველი, რომელიც საკუთარ თავს აიგივებს სახელმწიფოსთან; დე ფაქტო მმართველი, რომელიც  ყველაზე დიდ მტერს, 21-ე საუკუნის კიბოს –  რუსეთს  მეგობრად მიიჩნევს და  რომლისთვისაც ადამიანი არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას, არც საკუთარ გარემოცვაში მყოფი და მითუფრო არც ოპონენტებში, ვერ უნდა ქმნიდეს დღის წესრიგს. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ ყოველდღიურად, რადგან ჩვენ ვერჩით მას და აუცილებლად დავამარცხებთ, მიუხედავად იმისა, რამდენწლიან სასჯელს მოიგონებს ოპონენტებისთვის.

ამ გამარჯვებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ერთიანობა, არამედ თანმიმდევრული და  დისციპლინირებული მუშაობა.

 ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს; უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე  პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას; არა კამათს, რომელ არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას, არამედ ბრძოლას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

 ყოველ დილით თქვენ უნდა გიხსნიდეთ ოპოზიცია, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; რომ დასავლეთი გაძლიერებულია და რუსეთი დასუსტებული. უნდა ხედავდეთ, როგორ იცავს ოპოზიცია უსამართლოდ დაჩაგრულ ნებისმიერ ადამიანს;  როგორ ამხელს და აშიშვლებს  სისტემას. აი, ეს უნდა ვაკეთოთ ყოველდღე. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და გვევალება.
ბოლომდე!”_ წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებული სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა