ელენე ხოშტარია – არანაირი არეულობა სააკაშვილის ჩამოსვლას არ მოჰყვა

ოპოზიციის დამსახურებით, თავად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით, მან განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, თავის ვიწრო პერსონალურ ინტერესებს არ შესწირა ქვეყნის ინტერესი, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლას ქვეყანაში არავითარი არეულობა არ მოჰყოლია.

„არანაირი არეულობა მის ჩამოსვლას არ მოჰყვა. ეს მან ნამდვილად გააკეთა. მთელი თხრობა „ქართული ოცნების“, რომ ბუა მოდის, გამქრალია. არანაირი ბუები არ არსებობს. პრაქტიკულად პირველად ჩვენს ისტორიაში ხვალ მოდის მრავალპარტიული არჩევნები. მრავალპარტიული არჩევნები, სადაც ყველა თავისუფალი უნდა იყოს თავის არჩევანში. ამიტომ მოვრჩეთ ტყუილებით ადამიანების კვებას. თავად მიიღონ გადაწყვეტილება და წავიყვანოთ ქვეყანა წინ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი – ბოლომდე შენს გვერდით მიგულე ასიათასობით მხარდამჭერით, პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ სააკაშვილს შევპირდით, რომ თუ ის გაბედავდა და ჩვენს ტერიტორიაზე შემოადგამდა ფეხს, იქნებოდა დაკავებული, მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილს