ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა. ელენე ხოშტარია 79 წლის თამარ მადოიანს ესტუმრა და მისი პრობლემები პირადად მოისმინა.

მარტოხელა პენსიონერს სოციალური დახმარება რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს.

მისი თქმით, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა საარსებო შემწეობის შეწყვეტის მიზეზად სახლში არსებული პარკეტი დაასახელეს.

„მოდის ვიღაცა უგულო ბიუროკრატი და ეუბნება ამ დანგრეულ ხრუშჩოვკაში, რომ პარკეტის გამო გიხსნი სოციალურ დახმარებას. ზედა სართულზე ქალბატონია, ორივე ფეხი აქვს მოკვეთილი, უსინათლო და ამ ადამიანსაც უთხრეს, რომ პარკეტი გაქვსო, ხრუშოვკის ასი წლის პარკეტის გამო უხსნიან სოციალურ დახმარებას. ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ სახელმწიფო არ გვაქვს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანია სამინისტროს პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარი დაუჯდება
შემდეგი სტატიარკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო