ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მასთან მოსანახულებლად მისულ “ქართული ოცნების” ლიდერებს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ვერსიები შესთავაზა

“დროას” ლიდერი, მოშიმშილე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მასთან მოსანახულებლად მისულ “ქართული ოცნების” ლიდერებს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ვერსიები შესთავაზა. ხოშტარია ამბობს, რომ მზადაა ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული.

“შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა ვინმეს მოგება, ან წაგება და კუნთების თამაში. ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა.

ძალიან დეტალურად ვესაუბრე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ავუხსენი, რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რა არის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არაა სიჯიუტე, ესაა ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა ოცნებამ არ ჩათვალოს, რომ ესაა ან პოლიტიკური თამაში, ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, ყველაფერს ვიზამთ, ქვეყანა ჩიხში რომ არ გადავარდეს.

ჩემი ამოცანა არაა, ამ კონკრეტულ საკითხში, ვინმეს კედელთან მიმწყვდევა. მე ვარ სრულიად მოქნილი. […]

მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი შევთავაზე და რა თქმა უდნა მათ არცთუ ისე ბევრი დრო აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი: მივესალმები სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენმა შექმნა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა