ელენე ხოშტარია : ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მხოლოდ ,,ოცნების” ინტერესებს იყო მორგებული

პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს, ხმაური მოჰყვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ნატო ჩხეიძის არჩევას. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი თანამშრომლობენ და ეს კომიტეტების წევრთა არჩევისასაც გახდა ნათელი. ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დღეს სასამართლო სისტემაზეც საუბრობდნენ.

„სასამართლოს მდგომარეობა ამ 4 წლის განმავლობაში უკიდურესად დამძიმდა, ჩვენ თუ გავიხსენებთ ძაღლით მოსეირნე მოსამართლეებს, რომლებიც აცდენდნენ მნიშვნელოვან სხდომებს, ურთმელიძეს, რომელიც დედას უარყოფდა, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას, ეს არის გამომწვევები, რომელზეც ვაპირებთ ვიმუშაოთ კომიტეტში,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი და ინაშვილის პარტია ერთი პოლიტიკური გუნდია”
შემდეგი სტატიაფუფუნება უნდა ჩაბარდეს წარსულს, ხალხს უნდა დავუმტკიცოთ, რომ რეალურად გვინდა ლარის გამყარება