ელენე ხოშტარია: ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად

კიდევ ერთი ღიად პრორუსული და არაადამიანური გადაწყვეტილება. ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად. თან პროცესზე პოზიცია ქონდათ, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები არ ირღვევა და ეხლა ამბობენ გარანტია მოგვცა რუსეთის პროკურატურამო. რუსეთის პროკურატურამ!!! სტრასბურგმა რომ დაადგინა არ შეიძლება ასეთ ქეისებში გადაცემა, ეგ არ აინტერესებთ და რუსეთის პროკურატურა ავტორიტეტია ამათთვის! გაწირეს ადამიანი! მიიღებთ პასუხს!-აცხადებს ელენე ხოშტარია.

ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა.იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ ძალინ მძიმე მუხლების მიუხედავად, რამზან ახიადოვს ადამიანურ პირობებში ამყოფებენ.

banner
წინა სტატიაშიდიმა გვაზავა: „ინგუში ძმები ყველანაირად გვერდში გვიდგანან, მაგრამ ეს მიწა მათ არ გადმოუციათ“
შემდეგი სტატიაშსს: აგარაში პატრულის გაჩერებულ მანქანას ტრაილერი დაეჯახა