13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ელენე ხოშტარია: აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია, აქვს ნდობის დეფიციტი, მოქცეულია იზოლაციაში, თავისივე აღიარებით დიდი მასშტაბის კორუფციაა, სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის და მისი ოჯახის ნებით მოქმედებენ, საუკუნის უდიდესი თაღლითობა ივანიშვილის ოჯახით იმართება (ქოლცენტრები), ეროვნული ბანკი რუს ჯაშუშ მკვლელ ადამიანს კანონებს არგებს, მიგრაციის უპრეცედენტო მასშტაბია, ბიზნესს პოზიციის დაფიქსირება ეკრძალება და ბავშვების ჯანმრთელობა დეკლარირებულად არ აინტერესებთ.

ეკონომიკა რამე ცალკე აღებული სფერო კი არ არის – თავისუფალი ადამიანების თავისუფალი არჩევანის სამართლიანი თამაშის წესებზეა დამოკიდებული. ჩვენთან არც ადამიანია თავისუფალი, არც წესებია სამართლიანი და არც მსოფლიოსთვის ვართ საინტერესო.
ობიექტურად, ამ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში გეოპოლიტიკა, ირანის ომის მიუხედავად, არნახული რესურსების მოზიდვის შანსს გვთავაზობს. ურთიერთკავშირი “ტელეფონის შნური” კი არ არის, დოვლათის გზა არის, რომელსაც უდიდესი რესურსები, იდეები, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა და განვითარება მოჰყვება. ამას ერთადერთი რამე სჭირდება – რუსების ჩამოშორება და ოპოზიციის უნარი, იყოს ალტერნატივა.
იმედი და მოლოდინი მაქვს, ალიანსი საზოგადოებას გააცნობს ხედვას, ამ ისტორიულ კონკრეტულ მომენტში საქართველოს ღირსეულ მთავრობას კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია – იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის თავისუფლების წახალისება, საერთაშორისო პროექტები თუ სოციალური ვალდებულებები,” – წერს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

 ივანიშვილის პარლამენტში ფასების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის საბოლოო დასკვნა განიხილეს და მიიღეს – დასკვნას მხარი არ დაუჭირეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმა და გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმა.

banner
წინა სტატიაში“სიბინძურით ნაშოვნ მილიონებზე თეთრი რომ მოაკლდეს სახლში ვერ შეიყვან”- შალვა ნათელაშვილი “უცნობზე”
შემდეგი სტატია“გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ლეგენდა”- ახმეტელის თეატრი