ელენე ხოშტარია 5.000 ლარით დაჯარიმდა, შსს ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კერძოდ, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შსს-ს ელენე ხოშტარიას მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა.

თავად ელენე ხოშტარია პროცესს არ დასწრებია.

banner
წინა სტატიაში“ღალატის კომისიაზე გამოცხადებას არ ვაპირებ!“ – თინა ბოკუჩავა წულუკიანის კომისიაზე
შემდეგი სტატიაპროკურატურის ბრალდებით, ზვიად რატიანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება