3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ელემენტის გადაყლაპვის შედეგად ბავში დაიღუპა

2 წლის გოგონა ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვმა ელემენტი სათამაშოს გამოაძრო.

ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა და ბავშვი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სასიცოცხლო მაჩვენებლების დაქვეითების გამო, ექიმებმა პატარას გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ლითონის შემცველი მძიმე მეტალებით მოიწამლა.

შემთხვევა სოფელში ორი დღის წინ მოხდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიკავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ილია მეორეზე: მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო
შემდეგი სტატიამეუფე შიო: მოვუწოდებთ ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის