ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის მიღებას და საკუთარ პირობებს სთავაზობს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელები - გიორგი ყარამანიშვილი, ლევან ყარამანიშვილი და შპს ტელეკომანია "საქართველო" განცხადებას ავრცელებენტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის მიღებას და საკუთარ პირობებს სთავაზობს.

აღნიშნულ პირობებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების პასუხად ავრცელებს.

1. წარმოდგენილ იქნეს რესპონდენტად გადაცემა არჩევანში, ნებისმიერ სამშბათს, 22 საათზე, „რუსთავი 2“-ის შენობაში, სანდრო ეულის 5ა.

2. მისთვის დასასმელი საკითხების წრე განისაზღვრება საკუთრივ არხის მიერ და წინასწარ ეცნობება (საკითხები და არა კონკრეტული შეკითხვები) რესპონდენტს;

3. თუ ბატონი ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის ჩვენს ეთერში მასზე გასული ცალკეული გადაცემების შესახებ საუბარს, თოქშოუ არჩევანის წამყვან გიორგი გაბუნიასთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ის ჟურნალისტები, რომელთა მხილებასაც ის აპირებს სიცრუის ტირაჟირებაში. მხოლოდ ამგვარად მივიჩნევთ შესაძლებლად პოლემიკის ადეკვატურად წარმართვას, რადგან გიორგი გაბუნია ვერ იქნება რელევანტური მაგალითად ეკა კვესიტაძის ან აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ გადაცემებზე დისკუსიის წარსამართად;

4. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები, ჩვენი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი კოლეგების მიმართ. მოდერაციას განახორციელებს გადაცემის წამყვანი – გიორგი გაბუნია;

5. გადაცემა გადაიცემა მხოლოდ პირდაპირ ეთერში.

ვინაიდან, შესაძლოა დადგეს ფორმატის კორექტირების და მასში დამატებით ჟურნალისტების ჩართვის საჭიროება, ჩვენს შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი პასუხი დასაგეგმ ეთერამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა“, – მიმართავს გვარამია ბიძინა ივანიშვილს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „ტაბულას“ ეთერში სტუმრობის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს. ივანიშვილი აღნიშნული ტელევიზიების ჟურნალისტებს ნეიტრალურ სივრცეში შეხვედრას სთავაზობს.

წინადადებაზე თანახმაა ტელეკომპანია „ტაბულა“, თუმცა „რუსთავი 2“ შეთავაზებულ ფორმატზე უარს აცხადებს.

ამავე თემაზე: „ორი-სამი ჟურნალისტი თითო არხიდან“- ივანიშვილი „რუსთავი 2“-სა და „ტაბულას“ პირდაპირ ეთერში მონაწილეობას სთავაზობს

banner
წინა სტატიაში„ეს შეკითხვა აღარასოდეს დამისვათ!“ – ირაკლი ღლონტი პრემიერობას აპირებს
შემდეგი სტატიაისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება