ელჩი ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა საქართველოსთვის განგაშის ზარი უნდა იყოს, – ამის შესახებ “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, ფაქტი მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს.
გერმანიის მხრიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი საყრდენი უნდა იყოს დღეს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე, გერმანია, რომელმაც პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებელი სტატუსი და გახსნა დიპლომატიური წარმომადგენლობა, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამს, ეს უნდა იყოს განგაშის ზარი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ რუსეთის დავალებით “ქართული ოცნება” სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა ევროპული საბჭოს მსჯელობის წინ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, როგორც ჩანს, ევროპული საბჭო ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებს მიიღებს “ქართული ოცნების”ხელისუფლებასთან მიმართებაში დაგეგმილ სხდომაზე, – ამბობს სამადაშვილი.
გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.















