ელჩი “არაკომპეტენტურია” და ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ პრეზიდენტის რეკომენდაციის საფუძველზე “მიიყვანა” – ვოლსკი საფრანგეთში ყოფილ ელჩზე

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურებიან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შერჩეული კადრის კვალიფიკაციას უწუნებენ.

“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, ელჩი “არაკომპეტენტურია” და ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ პრეზიდენტის რეკომენდაციის საფუძველზე “მიიყვანა”.

“არავითარი საფუძველი საგარეო საქმეთა სამინისტროს, რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს ელჩზე, არ გააჩნია. რა საკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არაკომპეტენტურია და მოიყვანა გარედან სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციის საფუძველზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ”, – ამბობს ვოლსკი.

თანაგუნდელის აზრს იზიარებს, ირაკლი ზარქუაც. მისი თქმით, ზურაბიშვილს ჰქონდა მცდელობა, მსგავსი კრიტერიუმებით სხვაგანაც დაენიშნა კადრები და სწორედ ეს გახდა მმართველი გუნდის პრეზიდენტთან დაპირისპირების მიზეზი.

“აი ამ კრიტერიუმებით იყო მცდელობა, სხვაგანაც დაენიშნა. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან ას ვთქვათ, თქვენ როგორც შეაფასეთ დაპირისპირება,. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია. აქ უნდა იყოს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება. მათი წარდგენით ნიშნავს პრეზიდენტი. სამწუხაროდ ეს ვერ გაიგო პრეზიდენტმა და ამიტომ მოხდა სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც კომპეტენციების გამიჯვნაზე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებებია”, – ამბობს ირაკლი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშისაელჩოსთან ინციდენტი არის სახედაკარგული „ქართული ოცნების“ მაგალითი, ესაა ძალადობა, რითიც ხალხის ნებასთან დაპირისპირება სურთ – ვაშაძე
შემდეგი სტატიამინდა, ყველას ვუთხრა, ვისაც კარზე უკაკუნებენ და ატყუებენ, რომ ეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის – წულუკიანი