ელჩები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, პარნტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.
საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, პარნტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ მათ ადგილზე არსებული ვითარება და ოკუპაციის შედეგები გააცნო. დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩატარებულ არანაირ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება
შემდეგი სტატიალადო სადღობელაშვილი: ,,კახა შენი წასვლის დროა,,