ელჩად კი არა, მექსიკიდან გვირაბით არაა შესაშვები – გიგი უგულავა აშშ-ში საქართველოს ელჩზე

აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას ოპოზიცია ეხმიანება. თბილისი ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ თამარ ტალიაშვილის დანიშვნა ელჩად აშშ-ის დაცინვაა:

წინა მოწვევის საკრებულოში ქ-ნ თამარი განათლებას კურირებდა(!), მაგრამ ქუჩების სახელდებაშიც აქტიურობდა. საქართველოს დიდი მეგობრის ჯონ მაკეინის გარდაცვალების შემდეგ, გაჩნდა იდეა მისი სახელი თბილისის ერთ ერთი ქუჩისთვის დაგვერქმია.

თამარი იატაკზე გაწვა და ჩაჩეხა იდეა. ეს ერთი მისი გაელვება. მეორე იყო და არის მისი პოდკასტი სადაც კურსელი კობახიძე ყავს სტუმრად. ეს უნდა ნახოთ. ალბათ ინგლისურის გამოცდა მანდ გაიარა. ეს ქალი არის შეგნებით რუსი, თან კეკელკა.

ამერიკაში მისი ელჩანდ გაშვება აშშ-ს დაცინვაა. ელჩად კი არა, მექსიკიდან გვირაბით არაა შესაშვები. ფუf”, – წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიSOLO-ს მხარდაჭერით, პირველად ბათუმში „სილქ ჰოსფითალითის“ და პადელ პორტ ბათუმის ორგანიზებით პადელის ტურნირი გაიმართა
შემდეგი სტატიარა უნდა დღეს ჩვენგან დიპსტეიტს? – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი ციხიდან