ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლი 77-მდე გაიხარდა – ამის შესახებ განცხადება რამდნეიმე საათის წინ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ხორხე გლასმა გააკეთა.
მისი თქმით, დაშავებულია 588 ადამიანი.
ქვეყნის პრეზიდენტი, რაფაელ კორეა რომში ვიზიტით იმყოფება, მან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ხელი მოაწერა ეროვნულ მობილიზაციას. ის რომში ვიზიტს წყვეტს და ქვეყანაში ბრუნდება. მან საკუთარ ხალხს მოუწოდა, დროებით დაივიწყონ პოლიტიკური უთანხმოებების შესახებ და ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ.
https://youtu.be/DDi-lqgDmrc