ეკვადორში ჯულიან ასანჟის თანამოაზრე დაიჭირეს

ეკვადორის სპეცსამსახურებმა “ვიკილიქსის” დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის თანამოაზრე რიკარდო პატინიო დააპატიმრეს. როგორც ქვეყნის შს მინისტრმა მარია პაულო რომომ გაავრცელა, ეჭვმიტანილი ჯულიან ასანჟის “ძალიან ახლო მეგომარია”. ის მაშინ დააკავეს, როცა იაპონიაში აპირებდა გადაფრენას.

“თვითონ ასანჟი, რომელიც ეკვადორის საელჩოს თავს 7 წელი აფარებდა, გუშინ დააპატიმრეს ბრიატნელმა სამართალდამცველებმა. რიკარდო პატინიო ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა მაშინ, როცა ქვეყანამ ასანჟს თავშესაფარი მისცა. ქვეყნის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განაცხადა, რომ აქტივისტები ქვეყნის შიდა საქმეებში აპირებდნენ ჩარევას. რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა, რომ მორენო და მისი ოჯახი კორუფციულ სქემებში იყვნენ გარეული. მორენოს აზრით, ინფორმაცია “ვიკილიქსიდან” მოდის”, – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია ადასტურებს, რომ ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს, მის შემცვლელად კი რუსლან აბაშიძე განიხილება
შემდეგი სტატია“ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება” – თამარ ჟვანია სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება