ეკვადორში ერთი საათის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეკვადორის სანაპიროებთან, ერთი საათის განმავლობაში 5,7 და 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი კარაკასიდან 36 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს ეკვადორში მომხდარი მეხუთე მიწისძვრაა.
17 აპრილს მომხდარმა გამანადგურებელმა მიწისძვრამ ბოლო მონაცემებით, 587 ადამიანის, მათგან უცხო ქვეყნების 20 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა
შემდეგი სტატიახვალიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება