ეკვადორმა ვენესუელელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა

ეკვადორის მთავრობამ ვენესუელის მოსახლეობისათვის, სადაც მწვავე ეკონომიკური კრიზისია, ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა. 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენესუელელი ლტოლვილები პერუს საზღვრამდე ავტობუსებით იქნებიან გადაყვანილი.
ჰუმანიტარული დერეფანი დაახლოებით 800 კმ-ს მოიცავს. ავტობუსების გადაადგილება პოლიციის თანდასწრებით მოხდება.
შიმშილისა და სიღარიბისგან ვენესუელას ასობით ათასი მკვიდრი ფეხით ლახავს ეკვადორის საზღვარს, რომ პერუმდე, ბოლივიამდე, ჩილემდე ან არგენტინამდე მიაღწიონ. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე მომენტისთვის 2,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა ვენესუელა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიEchowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი – ტრაგედიის მიზეზების დასადგენად ყველა შესაბამის უწყებასთან ვთანამშრომლობთ
შემდეგი სტატიათაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავეს