ეკვადორის პრეზიდენტმა ერდოღანის დაცვა გააკრიტიკა

WikiLeaks-მა რუსულ გამანადგურებელზე თავდასხმისას ერდოღანის მოტივები გაიგო

ეკვადორის პრეზიდენტმა ერდოღანის დაცვა გააკრიტიკაეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში თურქეთის ელჩი გამოიძახა იმის გამო, რომ თურქეთის პრეზიდენტის დაცვამ ერდოღანის ქვეყანაში ვიზიტისას, მის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებზე ძალა გამოიყენა – ამის შეასხებ ეკვადორის ლიდერმა რაფაელ კორრეამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ მომიტინგეების ქცევები “ქვეყანაზე საუკეთესო არ იყო”, ერდორანის დაცვას უფლება არ ჰქონდა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ასე მოქცეულიყო.
ამასთანავე, პრეზიდენტმა გააკრიტიკა საპროტესტო აქციის მონაწილეები. “ყველაფერი შეიძლება იფიქრო, მაგრამ ის უცხო ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც სტუმრად ჩამოვიდა და მეტი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ” – განაცხადა კორრეამ. მისი თქმით, მომხდარმა “სერიოზული დიპლონმატიური კონფლიქტი გამოიწვია”.

თურქეთის პრეზიდენტი ეკვადორს ორი დღის მანძილზე სტუმრობდა. მის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ადგილობრივმა ქურთებმა ჩაატარეს, ისინი სკანდირებდნენ “ძირს მკვლელი”, “გაუმარჯოს ქურდისტანს”. ერთ-ერთ მონაწილეს ერდორანის დაცვის წევრმა ცხვირი გაუტეხა. დაშავებულთა შორის ეკვადორის პარლამენტის წევრებიც აღმოჩნდნენ.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკთან მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვა მოხდა
შემდეგი სტატიატაივანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა