ეკში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 16:41

ეკში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მნიშვნელოვანი

  • სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარე IX-XVIII სს-ის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სხვა სტატიები

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარე IX-XVIII სს-ის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცნობები მონასტრისა და მისი ნაგებობების აგების შესახებ არ მოიპოვება.

„კომპლექსი მოიცავს ეკლესიას – IX-X სს-ის მიჯნა (მოიცავს უფრო ადრინდელ ფენას); ეკლესიის კარიბჭეს – XIII-XIV სს; სასახლეს – XIII-XIV სს; სამრეკლოს – XIII–XIV სს-ის მიჯნა; გალავანს–X, XVII- XVIII საუკუნეები. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცნობები მონასტრისა და მისი ნაგებობების აგების შესახებ არ მოიპოვება. მონასტერში ცენტრალური ადგილი უკავია იოანა ნათლისმცემლის ეკლესიას, მისგან ჩრდილო-დასავლეთით სამრეკლო და სასახლე დგას,რომელსაც აღმოსავლეთიდან უერთდება დანგრეული,მიწასთან გასწორებული შენობათა ნაშთები.ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ისეთივე მდებარეობა აქვს,როგორსაც ციხეების ასაგებად არჩევდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 14, 2018 16:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics