ეკონომისტი ანდრია გვიდიანი – “2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტი”

“დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია ის ტენდენცია, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა წამოიწყო. კერძოდ, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრები და მათთან საქმიან საკითხებზე საუბარი. ეს არის ძალიან კარგი კომუნიკაციის გასაძლიერებლად. ვფიქრობ, რომ ამას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ხელშესახები შედეგები,” – განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

“აქ ძირითადად იყო 2020 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი შედგენილი არის საკმაოდ დაბალანსებულად, ერთის მხრივ საკმაოდ ამბიციური გეგმა არის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ხარჯების საკითხები, რომელიც ვფიქრობ, რომ არის 2020 წლის ბიუჯეტში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტი,”- განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ეკონომისტის აზრით, ხელისუფლების კარგი მიდგომაა, როდესაც აქტიური კომუნიკაციის შედეგად ჟღერდება სწორი და ობიექტური გზავნილები.

“ძალიან კარგია ის მიდგომა, რომ ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაციის შედეგად ჟღერდება სწორი და მიუკერძოებელი მესიჯები. საზოგადოებისთვის ხშირ შემთხვევაში არსებობდა პრობლემა, რომ დილეტანტური, თუ არაკონსტრუქციული რეჟიმით ხდებოდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია სამოქალაქო სექტორის მხრიდან. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მიდგომა შეიცვლება და შესაბამისად სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები უშუალო კომუნიკაციაში იქნებიან იმ გამტარებთან, რაც არის სამოქალაქო სექტორის სახით საქართველოში, პირველ რიგში ერთმნიშვნელოვნად აამაღლებს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ჩვენ ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით იყო ბევრი პრობლემა და თუ კომუნიკაციის ნაწილში გამოსწორდება ეს საკითხები და შესაბამისად საინფორმაციო სივრცეში ვეღარ მოხვდება დილეტანტური, გადაუმოწმებელი თუ დავუშვათ კონკრეტულ ანალიზს მოკლებული მესიჯები, თუ ზოგადად კომენტარები, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გასაზრდელად.”- აცხადებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიაეკონომიკის ექსპერტი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – კარგი იქნება თუ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება, ღიაობის ხარისხი იყო მაღალი