ეკონომიკური ზრდის 7,5 პროცენტამდე გაზრდა არის დადასტურება, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს

საქსტატმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5 პროცენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქსტატის მაჩვენებელი არის იმის დადასტურება, რომ მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

„სასიამოვნო ინფორმაციით დავიწყო, რამდენიმე წუთის წინ საქსტატმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5 პროცენტს. ასეთი მაჩვენებელი არის იმის დადასტურება, რომ მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არის იმის დადასტურება, რომ რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და დავაანონსეთ ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები იქნება აუცილებლად დაჩქარებული. მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტი არის გაუმჯობესებული. აქ პირველ რიგში მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე პერიოდის წინა წელთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშითამთა ჯანჯღავა : „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერები დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ უკეთ შეიძლებოდა