ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

„ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ჩვენ გვწამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაზე – კონფლიქტის გაყინვა გამოსავალი არ არის