ეკონომიკური დანაშაული – “ევროპული საქართველო” კოდექსის ლიბერალიზაციას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ ეკონომიკური დანაშაულის სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას ითხოვს, მომზადებულ კანონპროექტს დღეს ბიუროზე წარადგენენ.

დოკუმენტი სამ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზე წინასწარი პატიმრობის გაუქმებას.

„ჩვენი პაკეტი ითვალისწინებს, რაც დანაშაულად არის მიჩნეული, თუ ის ხდება პრირველად, არ არის დიდ მოცულობაზე ლაპარაკი, ასეთ შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებული იყოს არა პატიმრობა, არამედ სხვა სახე, არის ზღვარი, რის შემდეგაც იწყება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მოცულობა თანხისა აიწიოს 50 ათასიდან აიწიოს 200 ათასამდე, ეს არის ჩვენი პაკეტის ის ნაწილი, რომელსაც ბიუროზე დავაყენებთ“, – აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიაპირველი ლედის ძმას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა