ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, დესპანის პოზიცია იქნება შემოღებული

ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, ახალი პოზიცია, დესპანი იქნება შემოღებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „ელჩების ფესტივალი 2018“-ზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ატაშეების ნაცვლად, შემოვიტანით ახალი პოზიცია – დესპანი, რომელსაც ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. ის უფრო კარგად იქნება ინტეგრირებული ჩვენთან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ აქვს რესურსი, საელჩოების პარალელურად ატაშეების მასშტაბური ინსტიტუტები ჰქონდეს.

„გადავწყვიტეთ, უფრო ეფექტიანი იქნება, რომ ეს ინტეგრირებული იყოს საელჩოების სტრუქტურაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე – შსს-ში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის კალანდიასი
შემდეგი სტატია”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მოთხოვნები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე არ გავრცელდება