“ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია, 15 წლის შემდეგ ვიქნებით ძალიან შორს განვითარებული სამყაროსგან”

საქართველოს განვითარების ფონდი დაფუძნდა იმისთვის, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის და უპასუხისმგებლობის ეპოქა. ფონიდს შექმნის მიზეზებზე დრეს მისმა დამუფუძნებელმა პაატა ბურჭულაზემ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ბურჭულაძემ მთავარ პრობლემად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება დაასახელა. მისი თქმით თუ ქვეყანა 2, 3 ან 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით გააგრძელებს არსებობას 15 წლის შემდეგ საქართველო შორს იქნება განვითარებული სამყაროსგან.

ამასთან განვითარების ფონდში მიაჩნიათ, რომ საქართველოს დღეს არც პროდასავლური და არც პრორუსული საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია, და ქვეყანა ამ მხრივ ინერციით მოძრაობს.

“საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა არც პროდასავლური და არც პრორუსულია მას საერთოდ არ აქვს საგარეო პოლიტიკა გმაოკვეთილი. რაც აქვს რას ემსახურება გაურკვეველია და ინერციით მოძრაობს,”- აცხადებს გიორგი რუხაძე

განვითარების ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რადიკალური ცვლილებები უნდა გატარდეს შს სამინისტროში, უსაფრთხოების სამსახურში და პროკურატურაში.

“კატეგორიულად და მიუღებელია სამართალდამცავ სისტემში მიმდინარე პროცესები სასამართლოში მიმდინარე ცვლილებები. შსს უსაფრთხოების სამსახურში და პროკურატურაში,”- აცხადებს დავით ჯანდიერი.

banner
წინა სტატიაში“გუშინდელი დღე იყო არა დემოკრატიის გამარჯვება, არამედ დამარცხება”
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის ფონდის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას ექპერტები არჩევნებამდე ვარაუდობენ