ეკონომიკის თემა „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის ჩვენს მთავრობისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ეკონომიკის თემა „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის ჩვენს მთავრობისთვის.

”1,7 პროცენტი – მინდა დაიმახსოვროთ ეს ციფრი კარგად. სწორედ ეს არის მიზეზი იმ გაჭირვების, იმ უნიათობის და უცოდინრობის, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს. თქვენ ხართ კმაყოფილი იმით, რომ აქ ლამაზად ლაპარაკობთ, მაგრამ ქუჩაში როგორც გახვალთ, ეს თქვენი კმაყოფილება გადავა უკმაყოფილებაში. თქვენ აბოლუტურად არაადეკვატური ხართ იმ მოთხოვნილებების, რაც ქართველ ხალხს აქვს. თქვენ უნიკალური რამ გააკეთეთ და შეძელით ის, რომ 2011 წელზე ნაკლებია საქართველოდან ექსპორტი. დღეს არის ყველაზე მაღალი საგარეო ვალი ბოლო პერიოდის განმავლობაში. 15 მილიარდ დოლარს უტოვებს თქვენი მთავრობა მომავალ თაობებს გადასახდელად. ეს არის იმ უნიათობის გადასახადი, რასაც შეუსრულებელი ბიუჯეტი ჰქვია, რასაც ვალების აღება ჰქვია”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიფრანგმა პოლიციელს მისი კოკაინის ხარისხის გასინჯვა სთხოვა
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესშია დაიცვას მედიის თავისუფლება