ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „IDS​ ბორჯომის“ მიერ შეტანილი განცხადების შესწავლა მიმდინარეობს, დასკვნას კი იუსტიციის სამინისტრო მოამზადებს

„IDS Borjomi International“-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების წილის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დაწყებულია კომპანიის მიერ შეტანილი განცხადების შესწავლა და დასკვნის მოსამზადებლად აღნიშნული განცხადება იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა.

„დღეს კომპანია „IDS Borjomi International“-ის წარმომადგენელმა ნამდვილად შემოიტანა სამინისტროში განცხადება. მისი შესწავლა უკვე დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საბოლოო დასკვნისთვის მოსამზადებლად ის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა. უფრო მეტი დეტალი შედეგების მიღებისთანავე გასაჯაროვდება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი ოპოზიციაზე – რაც არ უნდა „ფეიკით” და იდეოლოგიით კვებო მოსახლეობა, ხალხი მაინც ხედავს, რომ ამ ქვეყანაში მიუხედავად ყველაფრისა, მზე მაინც ამოდის
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას პატივი მიაგო