ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს

admin
ავტ.: admin ნოემბერი 11, 2019 12:27

ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, წყალტუბოს განვითრების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

„1. კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება. 2. კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება, წმინდა ინფრასტრუქტურული პროექტები. 3. წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება. 4. კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა. 5. მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება. 6. კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების, ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა – ეს არის ძირითადი 6 პუნქტი, რაზეც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბურ პროცესში“, – განაცხადა თურნავამ.

მან ასევე განმარტა თუ რა მოიაზრება თითოეულ პუნქტში.

„ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ის საკითხი, რომ წყალტუბო უნდა განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციტიატივებით, არამედ როგორც ერთიანი გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება დანამდვილებით რა ვადებში და რა სახით ვითარდება ეს კურორტი. თვითონ წყალტუბო თვიდანვე იყო დაგეგმილი როგორც სპა კურორტი და პირველი გეგმა მისი 100 წლის წინ დაიწერა. საბოლოო ჯამში, ერთიანი სტრატეგია დღემდე არ გვქონდა. ჩვენი პრიორიტეტი იქნება ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული პირობების შეთავაზება, 477 ოჯახი რჩება ყოფილ სანატორიუმში განთავსებული, რთულ საცხოვრებელ პირობებში უწევთ მათ ყოფნა“, – განაცხადა თურნავამ.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 11, 2019 12:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics