11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ეკონომიკის სამინისტრო: 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines – ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, China Eastern Airlines – ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა კოშმარული რეალობა
შემდეგი სტატიაილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა – სიონის ტაძარში წირვა მიმდინარეობს