ეკონომიკის მინისტრის თქმით , „გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება

region
ავტ.: region ივნისი 7, 2019 14:21

ეკონომიკის მინისტრის თქმით , „გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება

„გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი“ – ეს განცხადება, ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.

ნათია თურნავამ გაზპრომთან გაფორმებულ შეთანხმებაზე, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა. თურნავა ამბობს, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება, რაც შეეხება გაზპრომთან შეთანხმებას, თურნავა ამბობს, რომ შეთანხმების პირობები გაუმჯობესებულია და ბაზარზე კონკურენციას ემსახურება. მისი თქმით, გაზპრომიდან მიღებული გაზით, კომერციული სეგმენტი მარაგდება.

“მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარებთ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში, იყო პირველ რიგში უსაფრთხოება, ქვეყნის ენერგეტკული უსაფრთხოების სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, რაც ზედმიწევნით შესრულდა. დღეს თუ ჩახედავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე, 2 მილიარდ 500 მილიონი კუბური მეტრის ბაზრიდან, რაც არის ჩვენი მთლიანი მოხმარება, 95% გაზი არის აზერბაიჯანული წარმომავლობის. აზერბაიჯანი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ ვიღებთ ორი წყაროთი აზერბაიჯანიდან გაზს, ეს არის ჩვენი კუთვნილი კვოტა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის. ასევე არის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული გაზი – ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მომხმარებელი – ეს არის ჩვენი მოსახლეობა, ეს არის ჩვენი თბოელექტროსადგურები ანუ ელექტროენერგიის გენერაცია. აქ ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები, რომ მთლიანად ეს სეგმენტი ჩვენი სტრატეგიული მომხმარებლის დაფარული იქნება და არის აზერბაიჯანული გაზით.

რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს, კომერციულ სეგმენტში, ბიზნესში ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად და დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს როგორც მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ კომერციული საიდუმლოებაა დოკუმენტი, მაგრამ შედეგს ხედავთ. ჩვენ შევძელით პირობების გაუმჯობესება მათ შორის მიწოდებული გაზის ნაწილშიც და ახლა მცირე დოზით, ჩვენი მოხმარების სულ 5%, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. გაიყიდა მისი დიდი ნაწილი აუქციონის მეშვეობით, შედგა ძალიან დიდი კონკურენცია, 8 კომპანია მონაწილეობდა. ეს გაზი შეიძლება ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის. აქედან გამომდინარე ალტერნატივის არსებობა ბაზარზე, ისევ და ისევ ჩვენი ბიზნესების კონკურენტუნარიანობით არის განპირობებული . თუმცა, ისევ და ისევ ვამბობ, რომ ეს არის სულ 5% ჩვენი წლიური მოხმარების. ასე რომ „გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თურნავამ.

region
ავტ.: region ივნისი 7, 2019 14:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics