ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს – რომეო მიქაუტაძე ღარიბაშვილის ძმაკაცი და ნათელ-მირონია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა – რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რომეო მიქაუტაძე 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა.

“რომეო მიქაუტაძე უკანონო დახმარების სანაცვლოდ კონკრეტული პირებისგან ენერგო კომპანიებსა და ჰესებში საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული” – თქვა სუს-ის წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, რომეო მიქაუტაძეს ძვირადღირებული უძრავი ქონება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც უფიქსირდება და მისი ქონებრივი მდგომარეობა დეკლარაციებში არ არის ასახული.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე რომეო მიქაუტაძეს დააპატიმრებდნენ, 2023 წელს “შაბათის ეთერმა” ექსკლუზივი მოიპოვა. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა დაადგინდა, რომ ჩინოვნიკი, რომელიც ხელისუფლებაში თბილისში ნაჩუქარი ერთი საცხოვრებელი სახლით, 20 კვადრატული მეტრის მანსარდით და ბათუმში 7 კვადრატული მეტრი ფართით მოვიდა, დღეს დიდ ქონებას და დიდ ფულის ფლობს.

როგორ გახდა ღარიბაშვილის ძმაკაცი და ნათელ-მირონი, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო კუთვნილი მიწების მფლობელი შუამავლების და ფიქტიური გარიგებების საშუალებით?

სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში 133 ათას 190 კვადრატული მეტრი მიწა ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის საკუთრებაა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის კომპანიამ ეს ქონება სახელმწიფოსგან 2022 წლის 29 ივნისს აუქციონის გარეშე იყიდა. (კვადრატული მეტრი ერთ ლარად და 12 თეთრად).

– ტელეკომპანია პირველი –

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მასშტაბური კონცენტრაცია საუდის არაბეთშიც ფიქსირდება
შემდეგი სტატიამის სისხლში ერთი ბურთულაც არ არის, საბჭოთა კგბ-ს ემბლემა რომ არ იყოს ზედ – კონსტანტინე გამსახურდია პუტინზე