ეკონომიკის მინისტრის გასაიდუმლოებული დოკუმენტები – რა კომპანიებს ფლობს ქუმსიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

ქუმსიშვილიკორუფციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ახალი კვლევა ქვეყნდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა აზრით, პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეები თანამდებობებს ბოროტად იყენებენ.

P.S კი იმ გასაიდუმლოებული მონაცემებით დაინტერესდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს ეხება.

ვიცე-პრემიერი 4 წლის წინ ბიზნესმენი იყო. ის სხვა საქმიანობასთან ერთად ფასდაკლებების ინტერნეტგვერდ hotsale.ge-ს მფლობელი კომპანიის რეშენალ სოლუშენსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს უკვე ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იმავე კომპანიის წილის მფლობელია.

რა რაოდენობის წილს ფლობს მინისტრი, უცნობია, რადგან კომპანიის ამონაწერი არ იხსნება და მითითებულია, რომ დოკუმენტი მიუწვდომელია.

ქუმსიშვილის ნაცვლად hotsale.ge-ს შესახებ კორძაძის საადვოკატო ბიუროს იურისტი ირაკლი ალხაზაშვილი საუბრობს, რომელიც მინისტრს პარტნიორთა კრებებზეც წარმოადგენდა.

იურისტის თქმით, ვიცე-პრემიერი ვალდებულია, წილი სამართავად სხვა პირს გადასცეს, თუმცა ამის გაკეთებაში მას ხელს ყოფილი პარტნიორები უშლიდნენ.

კონსტიტუციონალისტები კანონმდებლობის ხარვეზებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია, არსებობდეს ეფექტური მექანიზმი, რომელიც თანამდებობის პირების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევებს დროულად გამოავლენს.

დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიის გარდა, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სხვა თანამდებობის პირებთან დაკავშირებული ორგანიზაციებიც არსებობს, რომელთა შესახებაც საჯარო ინფორმაცია ასევე გასაიდუმლოებულია.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილს შეკითხვით მიმართავს
შემდეგი სტატიაგია ნოდია:„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი